
გსურდეს – ეს ნიშნავს შეგეძლოს არჩევა. ო, რატომაა ასე ძნელი არჩევანი?!
აირჩიო – ეს ნიშნავს რაღაცაზე შეგეძლოს უარის თქმა – ო, რატომაა ასე ძნელი უარის თქმა?!
ყველა ადამიანს ყოველდღე უხდება არჩევანის გაკეთება... კეთილი თუ ბოროტი, თეთრი თუ შავი, ცოდნა თუ უცოდინრობა...
ცოდნა სიმდიდრეა ... მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე რომ, რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუნაწილო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება.
სკოლა "მილენიუმში" ჩვენი დახმარებით შენ ყოველდღე ცდილობ, ახალი შემართებით შეაბიჯო ჯადოსნურ სამყაროში და დეწაფო ცოდნის ულევ წყაროს.
"დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის!" – ეს ნიშნავს, რომ ყოველი დღე უნდა წარვმართოთ ისე, თითქოს ის ერთადერთია ღვთისაგან ბოძებული. ვისარგებლოთ ყოველი წამით და შევიგრძნოთ, რომ ნამდვილად ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, რომელსაც შენი სამშობლო ჰქვია, ცოდნა, უნარი უნდა დაახარჯო შენს ქვეყანას, რადგან შენთვის არ არსებობს სხვა სამშობლო, სამშობლო ხომ როგორ უფალი ერთია ქვეყანაზედა.